ავტორი:

ბათუმში, ზღვაში გაუჩინარებულ ქალს ეძებენ - რა ხდება ამ დროისთვის ცნობილი

ბათუმში, ზღვაში გაუჩინარებულ ქალს ეძებენ - რა ხდება ამ დროისთვის ცნობილი

“აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ბათუმში, ძველი ბულვარის ტერიტორიის გასწვრივ, ზღვაში შესულ ქალს ეძებენ. ქალი წუხელ, ღამის საათებში გაუჩინარდა.

როგორც გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, დაკარგული ქალი საქართველოს მოქალაქეა.

ფაქტს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც ადასტურებს. უწყების ცნობით, ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.