რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარედ, შუა საუკუნეების კერამიკის სახელოსნო და კერამიკული ნაწარმის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
გამზირზე ამ ეტაპზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს.
მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ აღმოჩენა ახალია, ჯერ რთულია ზუსტი წლების დადგენა, თუმცა, უხეში საანგარიშო პერიოდი X-XII საუკუნეებს მოიცავს, იქამდე სანამ დავით აღმაშენებელი გახდებოდა მეფე.
"ეს არის სახელოსნო უბანი, ქურა, სადაც გამოიწვებოდა კერამიკა. როგორც ჩანს, ამ პერიოდში, როცა მოქმედებდა ეს სახელოსნო, ხდება რაღაც შემოსევა და იძულებულნი არიან დატოვონ ეს ტერიტორია" - ამბობს არქეოლოგი მერაბ ძნელაძე.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობითვე, რუსთაველის გამზირზე აღმოჩენილია სხვადასხვა სახის არტეფაქტი: მოჭიქული კერამიკა, თიხის ჭურჭელი, სასმისის ფრაგმენტები, დოქები და ა.შ.