ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭითაწყარში, ბენზინგასამართ სადგურთან აფეთქება მოხდა.ხანძრის განმომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
- ადგილზე სავარაუდოდ ცეცხლი ბენზინმზიდს გაუჩნდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ტერიტორიაზე რამდენიმე მანქანა დაზიანდა. ამ დროისთვის არ არის ცნობილი, მომხდარის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ადგილზე მეხანძრე მაშველები იმყოფებიან და ცეცხლის ლიკვიდაციას ცდილობენ.