ზუგდიდში, ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში კონტაქტურ მდგომარეობაში გადაიყვანეს.
აფეთქების შედეგად ასევე დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი და შენობა-ნაგებობა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭითაწყარში, ბენზინგასამართ სადგურთან აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა.