საჩხერეში, 31 წლის კაცი თევზაობის დროს დაიღუპა - რა დეტალები ხდება ცნობილი?

საჩხერეში, 31 წლის კაცი თევზაობის დროს დაიღუპა - რა დეტალები ხდება ცნობილი?

საჩხერეში, თევზაობის დროს კაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.

  • არსებული ინფორმაციით, 31 წლის ახალგაზრდა თევზაობდა, რა დროსაც ანკესი ელექტროკაბელს გამოედო. კაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.