"მას შემდეგ რაც აბიტურიენტებმა, მათმა მშობლებმა და გულშემატკივრებმა, მათ შორის ჩვენც, დავიწყეთ განათლების რეფორმით დაზარალებულების მხარდაჭერა, "ქართულმა ოცნებამ" უკან დაიხია" - სიმონ ჯანაშია

"მას შემდეგ რაც აბიტურიენტებმა, მათმა მშობლებმა და გულშემატკივრებმა, მათ შორის ჩვენც, დავიწყეთ განათლების რეფორმით დაზარალებულების მხარდაჭერა, "ქართულმა ოცნებამ" უკან დაიხია" - სიმონ ჯანაშია

"მას შემდეგ რაც აბიტურიენტებმა, მათმა მშობლებმა და გულშემატკივრებმა, მათ შორის ჩვენც, "თავისუფლების მოედანმა", სხვადასხვა პოლიტიკურმა მოძრაობებმა და აქტივისტებმა, დავიწყეთ განათლების რეფორმით დაზარალებულების მხარდაჭერა, "ქართულმა ოცნებამ" უკან დაიხია" - ამის შესახებ განათლების ექსპერტი, მკვლევარი და "თავისუფლების მოედნის" ერთ-ერთი ლიდერი სიმონ ჯანაშია სოციალურ ქსელში წერს.

  • მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტებს მიეცეთ საშუალება, დარჩენილი ადგილები გადაანაწილონ სხვადასხვა პროგრამაზე.

"მას შემდეგ რაც აბიტურიენტებმა მათმა მშობლებმა და გულშემატკივრებმა, მათ შორის ჩვენც, "თავისუფლების მოედანმა", სხვადასხვა პოლიტიკურმა მოძრაობებმა და აქტივისტებმა დავიწყეთ განათლების რეფორმით დაზარალებულების მხარდაჭერა, "ქართულმა ოცნებამ" უკან დაიხია. იმ 1795 აბიტურიენტისთვის, რომელმაც წარმატებით ჩააბარა გამოცდები, მათთვის სექტემბრის შუაში მეორად ჩარიცხვებს გამოვაცხადებთ დარჩენილ ადგილებზეო. გილოცავთ!

7 000 ადგილზე მეტია დარჩენილი. ახლა მთავარია ეს დაპირება უბრალოდ მანიპულაცია არ იყოს და მართლა მიეცეთ საშუალება აბიტურიენტებს, რომ უნივერსიტეტებში ჩაირიცხონ. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტებს მიეცეთ საშუალება დარჩენილი ადგილები გადაანაწილონ სხვადასხვა პროგრამაზე. სრული სამართლიანობისთვის კი ის ადგილები უნდა დაუბრუნონ, რაც უნივერსიტეტებს წაართვეს. მაგალითად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს წელს 3 600 ადგილზე მეტი წაართვეს!" - წერს სიმონ ჯანაშია.