სოციალურ ქსელში მსახიობ რუსკა მაყაშვილის ვიდეო ვირუსულად გავრცელდა - ვიდეო აჟიოტაჟი და არაერთი კომენტარები მოყვა. კადრებში შეშინებული მსახიობი ჩანს გაჩერებულ ზიპლაინზე. საზოგადოების ნაწილი ამ ვიდეოზე იცინის, ნაწილიც კი აღნიშნავს, რომ სასაცილო არაფერია. რუსკამ ვიდეო თავდაპირველად თვითონვე გამოაქვეყნა.
"აბსოლუტურად ყველაფერი გამართული იყო, მაგრამ ძალიან ძლიერი ქარი ამოვარდა. ჩემს შემთხვევაში ჩემი წონა არ ეყო, ქარმა უკან წამიღო და შუა გზაზე გავჩერდი. ბიჭები იმდენად ოპერატიულები და უძლიერესები არიან, მაშინვე იქ გაჩნდნენ.
მოკლედ, ჩემნაირი წონის ხალხი ასეთ ქარში არ უნდა დასხდნენ. სულ ეგ არის!
ყველაფერი ძალიან კარგად არის და ვიდეო იმიტომ დავდე, ხალხი გაერთოს. კომენტარები არ წამიკითხავს, მაგრამ ვინც რას იფიქრებს, იმას დაწერს. ვიღაცას არ ეშინია სიმაღლის, ვიღაცას ეშინია და პანიკური შეტევა ეწყება 300 მეტრზე გამოკიდებულს.
მე თავად გავტესტე ჩემი თავი და ვისაც რა უნდა ის წეროს, არანაირი პრობლემა არ არის. უნდა დასხდნენ თუ არა - ვერც სხვებს ვერაფერს ვერ ვურჩევ. იქ საშიში არაფერი არ იყო, ჩემი წონა არ ეყო და ქარმა უკან წამიღო. ახლა ყველაფერი კარგადაა, თავს გადასარევად ვგრძნობ".