“უდანაშაულოა ჩემი შვილი და უკვირს, აქ რატომ არის, გაკვირვებულია. რას ვიზამთ, გაგებით ვეკიდებით“, - ამის შესახებ გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას მამამ, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, მერაბ მალანიამ განაცხადა.
“დღეს დაიკითხნენ გამომძიებლები. რაც შეეხება ჩემს შვილს, კონკრეტული არაფერი უთქვამთ, დაიკითხნენ, ასევე, ნ.ი.-ს ჯგუფელები და დაადასტურეს, რომ არ იცნობდნენ გიორგის. ასევე, დაიკითხა ექსპერტი.
მაგას [მტკიცებულებას] მეც ვერ ვპოულობ, საგონებელში ვარ ჩავარდნილი, გამოვა ქალბატონი ქეთი [პროკურორი] და იმას უნდა ჰკითხოთ, დღეს გაუკეთებია განცხადება, რომ ჩემმა შვილმა გადაადგილების მარშრუტი იცოდა, როცა ჩემ შვილს თავისი მასწავლებელი შენობის გარეთ არ ჰყავდა ნანახი.
უდანაშაულოა ჩემი შვილი და უკვირს, აქ რატომ არის, გაკვირვებულია. რას ვიზამთ, გაგებით ვეკიდებით, ვინაიდან ეს ის ადგილია, სადაც უნდა დადასტურდეს, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა“, - აცხადებს მალანია.
ცნობისთვის, გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.