ნიუ-იორკში, კერძოდ ნიუარკის თავისუფლების საერთაშორისო აეროპორტში ავტობუსი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, ავარიაში მოჰყვა.
პოლიციის ცნობით, ავარია დაახლოებით დილის 3 საათზე, B ტერმინალის მესამე დონის გზატკეცილზე მოხდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულმა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა 13 ადამიანი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანა, მათ სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.


“NBC New York“ -ის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ავტობუსის წინა ნაწილი სერიოზულადაა დაზიანებული, ხოლო საქარე მინა ჩამსხვრეულია.