ავტორი:

საფრანგეთში, დაწყებითი და საშუალო სკოლების შემდეგ, მობილური ტელეფონები ლიცეუმებშიც აიკრძალა

საფრანგეთში, დაწყებითი და საშუალო სკოლების შემდეგ, მობილური ტელეფონები ლიცეუმებშიც აიკრძალა

სავარაუდოდ ამ კვრაში საფრანგეთის ლიცეუმებში მობილური ტელეფონების გამოყენებასთან დაკავშირებული ახალი წესები სასწრაფო რეჟიმში ამოქმედდება. ცვლილება ემანუელ მაკრონის პოლიტიკას უკავშირდება, რომელიც აცხადებს რომ “ბავშვებმა ეკრანებთან ნაკლები დრო უნდა გაატარონ“.

განათლების სფეროს პროფკავშირები ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ ლიცეუმებში (სადაც 15-დან 18 წლამდე მოზარდები სწავლობენ) ტელეფონების აკრძალვის სწრაფად გატარება რთული იქნება.

მაკრონმა უფროსკლასელებისთვის ტელეფონების აკრძალვის გადაწყვეტილება ამ თვეში მას შემდეგ დაამტკიცა, რაც მის მიერ ინიციირებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვა, საკონსტიტუციო საბჭომ არაკონსტიტუციურად ცნო. სოციალური ქსელების შესახებ კანონპროექტის ტექსტი ახლა ხელახლა იწერება იმ იმედით, რომ მისი გატანა მაკრონის საპრეზიდენტო ვადაში, მაისამდე მოესწრება.

საფრანგეთში მობილური ტელეფონების გამოყენება უკვე აკრძალულია დაწყებით და საშუალო სკოლებში, სადაც 11-დან 15 წლამდე ასაკის მოსწავლეები სწავლობენ. ახლა მთავრობის მთავარი მიზანია აკრძალვა სექტემბრიდან უფროსკლასელებზეც გავრცელდეს.

ოფიციალური პირების განცხადებით, ეკრანებთან გატარებული ჭარბი დრო ბავშვების განვითარებაზე უარყოფითად აისახება.

წყარო