ავტორი:

2050 წლისთვის იტალიის მოსახლეობა 4 მილიონით შემცირდება - ქვეყნის სტატისტიკის სააგენტო ახალ მონაცემებს აქვეყნებს

2050 წლისთვის იტალიის მოსახლეობა 4 მილიონით შემცირდება - ქვეყნის სტატისტიკის სააგენტო ახალ მონაცემებს აქვეყნებს

“იტალიის მოსახლეობა 2050 წლისთვის თითქმის 4 მილიონით შემცირდება, ხოლო ხანდაზმულთა ხვედრითი წილის ზრდა, ქვეყნის ეკონომიკასა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემის მდგრადობას შეუქმნის საფრთხეს“, - ამის შესახებ ორშაბათს, 31 აგვისტოს სტატისტიკურმა სამსახურმა (ISTAT) განაცხადა.

  • ISTAT - ის მიერ მომზადებული, 2080 წლამდე პერიოდის ახალ დემოგრაფიულ პროგნოზის თანახმად, იტალიის მუდმივი მოსახლეობა, რომელი რაოდენობა 2025 წლის დასაწყისში 58.9 მილიონს შეადგენდა, 2050 წლისთვის 55 მილიონამდე შემცირდება, ხოლო 2080 წლისთვის უკვე 45.8 მილიონი გახდება.

პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ 2022 წელს თანამდებობის დაკავებისას განაცხადა, რომ შობადობის გაზრდა მთავრობის პრიორიტეტი იქნებოდა, თუმცა მის მცდელობებს თვალსაჩინო შედეგი არ მოჰყოლია.

წყარო