ავტორი:

ხვალიდან სახელმწიფო უწყებებში, დაახლოებით 3000 ვაკანტურ ადგილზე ანაზღაურებადი სტაჟირება გამოცხადდება

ხვალიდან სახელმწიფო უწყებებში, დაახლოებით 3000 ვაკანტურ ადგილზე ანაზღაურებადი სტაჟირება გამოცხადდება

პირველი სექტემბრიდან ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით, 3000 ვაკანსია გამოცხადდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობამ მოუწოდა მუნიციპალიტეტებს, რომ სტაჟირების მსურველებისთვის თავდაპირველი კვოტები გაზარდონ, რათა ახალგაზრდებს საკუთარ რაიონსა და რეგიონში შეეძლოთ ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა.

ლევან ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მნიშვნელოვანია “ახალი სისხლისა და ახალი თაობის შესვლა საჯარო სამსახურში“.