რუსებმა კიევში რკინიგზის დეპოსა და რკინიგზის სხვა ობიექტებზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"ბალისტიკური რაკეტის დარტყმას შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთაგან ექვსი ჩვენი თანამშრომელი იყო. ერთი კოლეგა დაშავებულია საავადმყოფოში - ჩვენი ხალხი ახლოსაა და ყველა საჭირო დახმარებას უწევს“, - განაცხადა "უკრზალიზნიცის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრ პეცოვსკიმ.
"უკრზალიზნიცის“ ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები შედეგების აღმოსაფხვრელად და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად.