ლაიონელ რიჩი კონცერტის დასრულების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 77 წლის მომღერალს სენტ-ლუისში, მისურის შტატში, გამოსვლის დროს თავბრუსხვევა და სისუსტე დაეწყო. ექიმებმა მისი მდგომარეობის შესამოწმებლად რამდენიმე ტესტი ჩაატარეს.
ინციდენტი შაბათს საღამოს, ფორესტ პარკში მდებარე The Muny-ის სცენაზე მისი გამოსვლის შემდეგ მოხდა. კონცერტის დამსწრეების თქმით, რიჩიმ შოუს დასასრულს მაყურებელს უთხრა, რომ თავს "უცნაურად“ გრძნობდა.


"მადლობა თითოეული შეტყობინებისთვის, ყოველი კეთილი სიტყვისთვის და თქვენი სიყვარულისთვის. კარგად ვარ", - დაწერა რიჩიმ სოციალურ ქსელში.
ამასთან, მომღერალმა აღნიშნა, რომ პიტსბურგსა და დეტროიტში გამართული კონცერტები მისთვის განსაკუთრებული იყო და გულშემატკივრებს ტორონტოში დაგეგმილ შოუზე შეხვედრა დაჰპირდა.