სვანეთში დაკარგული 20 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცხედარი ჭალაადის მყინვარის მიმდებარედ არის ნაპოვნი.
ცნობისთვის, გოგონას ძებნის ოპერაციაში სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ინტენსიურად იყვნენ ჩართული.
მანამდე, ახალგაზრდა ქალის მიერ დაქირავებული ავტომობილი ჭალაადის მყინვართან იპოვეს.
"გამხდარია, სიმაღლე -170 სმ, აქვს მუქი, სწორი, მხრებამდე სიგრძის თმა. აცვია მოკლე ჯინსი და ყვითელი კედები. მარტო მოგზაურობდა. ბოლოს მესტიიდან დაუკავშირდა ახლობლებს. საბაგიროთიც ისარგებლა, საიდანაც ვიდეოებსა და ფოტოებს აგზავნიდა.
გოგონა გადაადგილდებოდა ნაქირავები ავტომობილით - Mazda CX-5. მისი ავტომობილი დღეს ჭალაადის მყინვართან იპოვეს. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები-ეძებს ყველა.თუ გოგონას ადგილსამყოფლის შესახებ რაიმე ინფორმაცია გაქვთ, ან გაიგებთ რამეს - გთხოვთ, დაუკავშირდეთ 112-ს" - ნათქვამია ინფორმაციაში.