ავტორი:

30 წლის შემდეგ, თუფაქ შაკურის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი დამნაშავედ ცნეს - გახმაურებული საქმის დეტალები

30 წლის შემდეგ, თუფაქ შაკურის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი დამნაშავედ ცნეს - გახმაურებული საქმის დეტალები

სასამართლომ 1996 წელს ლას-ვეგასში, რეპერ თუპაქ შაკურის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი პირველი ხარისხის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული 63 წლის დუეინ “Keffe D“ დამნაშავედ ცნო.

თითქმის ორკვირიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობამ ერთსულოვნად ცნო დუეინ “Keffe D“ დევისი დამნაშავედ მკვლელობაში, რომელსაც თითქმის 30 წლის განმავლობაში ყურადღებით ადევნებდნენ თვალს რეპის ყოფილი და ახალი თაყვანისმცემლები, კრიმინალისტიკის ექსპერტები და კონსპირაციის თეორიების მიმდევრები.

კლარკის ოლქის პროკურორების მტკიცებით, დევისი ლოს-ანჯელესის კრიმინალური დაჯგუფების, South Side Compton Crips-ის ლიდერი იყო და შაკურზე შურისძიებას მას შემდეგ გეგმავდა, რაც რეპერი მის ძმისშვილს ფიზიკურად გაუსწორდა.

პროკურორების თქმით, დევისი დღეს ერთადერთი ცოცხლად დარჩენილი ადამიანია, რომელიც 30 წლის წინ მკვლელის ავტომობილში იმყოფებოდა.

  • საოლქო მოსამართლემ “Keffe D“, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ემუქრება, 13 ოქტომბერს განაჩენის გამოცხადებამდე პატიმრობაში დარჩენა მიუსაჯა. თავად დევისმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

როგორც საოლქო პროკურორის მთავარმა მოადგილემ საბოლოო სიტყვაში აღნიშნა, “Keffe D“ -მ შაკურსა და Death Row Records-ის თანადამფუძნებელ მარიონ “Suge“ ნაითზე “ნადირობა“ მას შემდეგ დაიწყო, რაც ეს ორნი სასტუმრო MGM Grand-ში ორლანდო “Baby Lane“ ანდერსონს გაუსწორდნენ. ანდერსონს, დევისთან ნათესაური კავშირის გამო, კალიფორნიაში, კომპტონის “პრინცს“ უწოდებდნენ. ჩხუბის შედეგად ნაითი დაიჭრა თუმცა გადარჩა, შაკური კი ექვსი დღის შემდეგ მოკლეს.

2008 წელს დევისმა შეთანხმება გააფორმა ფედერალურ გამომძიებლებთან, რომლებიც მარიონ უოლასის (ცნობილი როგორც Notorious B.I.G.) მკვლელობას იძიებდნენ.

დუეინს სჯეროდა, რომ ეს შეთანხმება მას ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევდა, თუმცა რეალურად ის “Keffe D“ არ ათავისუფლებდა მომავალი დევნისგან იმ შემთხვევაში, თუ ის შაკურის მკვლელობაში მონაწილეობას აღიარებდა.

ამ შეთანხმების საფუძველზე, დევისმა შაკურის მკვლელობის ისეთი დეტალები გაამხილა, რომელთა ცოდნაც მხოლოდ უშუალო მოწმეს შეეძლო, მათ შორის იყო ავტომობილში მყოფი პირების განლაგება და კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის მომხდარი ის დაპირისპირებები, რომლებიც შაკურის სიკვდილით დასრულდა.

პროკურორის მთავარი მოადგილის თქმით დევისის 2019 წლის მემუარები სახელწოდებით “Compton Street Legend“ ის ბოლო მტკიცებულება გახდა, რომელიც მისი ბრალეულობის დასამტკიცებლად იყო საჭირო. წიგნში დუეინი წერს, რომ მან დიდი როლი ითამაშა შაკურის მკვლელობაში, ამ ფაქტმა საქმეზე ძიების განახლება გამოიწვია, რომელიც დღეს საბრალდებო განაჩენით დასრულდა.

წყარო