აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას სამოქალაქო პანაშვილი ბელიაშვილის 29- ში, რიტუალების სახლში მიმდინარეობს.
მაია დიაკონიძე პანაშვიდიდან ფოტოებს აქვეყნებს:
“დაურ ბუავას პანაშვიდზე ვარ, ბელიაშვილის 29- ში, რიტუალების სახლში. ჯერჯერობით ცოტა ხალხია. მშობლები აქ არიან, თანადგომა სჭირდებათ, განადგურებული არიან. იმედია, ბევრი ქართველი დაიტირებს ამ ღიმილიან ბიჭს, რომელსაც ქართველების და აფხაზების ჩახუტება უნდოდა.

გულმა არ მომითმინა, ისევ მივედი დაურ ბუავას პანაშვიდზე. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ეს ღიმილიანი ბიჭი. თვალები სულ უნათებდა. დედამ თქვა, სადაც არ უნდა მისულიყო, ყველგან მხიარულება და იმედი შეჰქონდაო. ახლა წესს უგებენ. მართლმადიდებელი ყოფილა. მისი გზა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს,“ -წერს დიაკონიძე.

დაურ ბუავას ხვალ, 2 სექტემბერს, მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალავენ.