ავტორი:

აგრესორი პუტინი ზელენსკის "სახელმწიფო ტერორიზმში" ადანაშაულებს და აცხადებს, რომ: "რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების განხორციელება დაევალა"

აგრესორი პუტინი ზელენსკის "სახელმწიფო ტერორიზმში" ადანაშაულებს და აცხადებს, რომ: "რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების განხორციელება დაევალა"

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაევალა უკრაინაში საწვავისა და ენერგეტიკის ობიექტებზე თავდასხმების მომზადება და განხორციელება.

"რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაევალა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასობრივი დარტყმების მომზადება და განხორციელება. ისინი ჩვენს ობიექტებს ურტყამენ და პასუხს მიიღებენ“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, უკრაინა აგრძელებს რუსეთში საწვავისა და ენერგეტიკის ობიექტებზე, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმებს და გუშინ ღამით რუსეთში დიდი რაოდენობით დრონები ჩამოაგდეს, რომლებიც მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით მიფრინავდნენ.

აგრესორი პუტინი ასევე აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მუქარას, რომ რუსეთის ცა მთლიანად სახიფათო ხდება სახელმწიფო ტერორიზმზე განაცხადის გაკეთებად მიიჩნევს.

"მე ასეთი განცხადებები არ მსმენია, მაგრამ თუ ისინი ხმამაღლა გაკეთდა, მაშინ ეს უბრალოდ განაცხადია სახელმწიფო ტერორიზმზე“, - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ცა მთლიანად სახიფათო ხდება. “დღეს გვსურს, ყველა ავიაკომპანია გავაფრთხილოთ, რომელიც რუსულ საჰაერო სივრცეს იყენებს, ყველა დამზღვევი, ყველა, ვინც ჯერ კიდევ იყენებს საკვანძო რუსულ აეროპორტებს: რუსული ცა მთლიანად სახიფათო ხდება. უკრაინა საფრთხეს არ წარმოადგენს სამოქალაქო ავიაციისთვის, როგორც ასეთი - არცერთი სამოქალაქო თვითმფრინავისთვის. უბრალოდ, რუსეთის ცაში დრონები იქნება, და ამის გათვალისწინებაა საჭირო. იმისდა მიუხედავად, რომ რუსული ხელისუფლება ამის შესახებ სათანადოდ არ იუწყება, მაგრამ რუსული ცა დე ფაქტო დაიხურება: ომი, რომელიც რუსეთმა გააჩაღა, მის ცას კეტავს”, - განაცხადა ზელენსკიმ