კანის მოვლის ფრანგულ ფილოსოფიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მიმდევარი ჰყავს. რატომ რჩება ფრანგული სააფთიაქო კოსმეტიკა შეუცვლელი, როცა კონკურენცია ასეთი მასშტაბურია? მიზეზი ისეთივე მარტივია, როგორიც კანის მოვლის ფრანგული რუტინა - თითქმის ყველა ადგილობრივი ბრენდის პროდუქცია ეფექტურია, ორიენტირებულია დაცვაზე, აღდგენაზე, ეფექტიანობასა და გრძელვადიან შედეგზე.
ფრანგული მიდგომა ეფუძნება ნაკლები რაოდენობის, მაგრამ ეფექტურ პროდუქტებს. რეალურად, ერთ პროდუქტში შემავალმა აქტიურმა ინგრედიენტმა შეიძლება გაჩვენოთ შედეგი, რომელსაც მრავალი წელი ეძებდით. შესაბამისად, ისეთი ბრენდები, როგორიც არის Caudalie, SVR, ReXaline, Gamarde, Algologie, Nuxe, Lierac, La Rocher-Posay, Payot და Esthederm-ი, ფრანგულ სააფთიაქო კოსმეტიკაში წამყვან პოზიციებს იკავებს. მათი ნაწილი PSP-ს ქსელში ექსკლუზიურად არის წარმოდგენილი.

5 მიზეზი, თუ რატომ დაიმსახურა კანის მოვლის ფრანგულმა სააფთიაქო კოსმეტიკამ ნდობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით:
1.კანის ბარიერის აღდგენაზე ორიენტირებული ფორმულები
აგრესიული პილინგებისა და ახალი, ტრენდული პროდუქტებისგან განსხვავებით, ფრანგული კოსმეტიკა ორიენტირებულია ნებისმიერი ტიპის კანთან თავსებადობასა და ბარიერის აღდგენაზე.
დერმატოლოგები აღნიშნავენ, რამდენიმე აქტიური ინგრედიენტის ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება დაარღვიოს ბუნებრივი დამცავი ბარიერი, გამოაშროს კანი , ხელი შეუწყოს ინფექციის გავრცელებას და გაჩნდეს პრობლემები, რომლებიც აქამდე არ გაწუხებდათ. სწორედ ამიტომ კანის მოვლაში მინიმალიზმი წამყვან მიდგომად რჩება.
კოსმეტიკის წამყვანი ფრანგული ბრენდები ფორმულებში იყენებენ იდენტურ ლიპიდებს, რაც კანში გვხვდება, მსუბუქ დამატენიანებლებსა და ანთების საწინააღმდეგო ინგრედიენტებს, რომლებიც მიკროფლორის აღდგენაზეა ორიენტირებული.

საფრანგეთში კანის მოვლა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი კომპონენტია და არა უბრალოდ ესთეტიკური მიმართულება. პროდუქტები იქმნება დერმატოლოგიური მიდგომებით და გადის მკაცრ ტესტირებას, რათა კლინიკური სტანდარტები დააკმაყოფილოს.

წამყვანი კოსმეტიკური ბრენდები, როგორიც არის მაგალითად, Gamarde და სხვა, იყენებს ადგილობრივ თერმულ წყაროს წყლებს, რომლებიც ბუნებრივი წარმოშობის მინერალებს - სელენს, სილიკასა და ცინკს შეიცავს. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ აღნიშნულ მინერალებს ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს.

ფრანგული სააფთიაქო კოსმეტიკის ფორმულები შექმნილია კლინიკურად შემოწმებული ინგრედიენტებით (მაგალითად, პანთენოლი, კოლოიდური შვრია და შიის კარაქი და გამოცდილია დროში. სწორედ ამიტომ, მათი შეძენისას მომხმარებელს არ უწევს საკუთარ თავზე შეამოწმოს პროდუქტის ეფექტურობა. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე სანდო ფრანგული ბრენდის, „კოდალის“ პროდუქტები იქმნება ინ ვიტრო კვლევების საფუძველზე, გადის ტესტირებას და მხოლოდ მრავალსაფეხურიანი შემოწმების შემდეგ ხვდება აფთიაქების თაროებზე. მსგავსი მიდგომა აძლიერებს ბრენდის სანდოობას და იძლევა რეალურ შედეგს.

მრავალფუნქციური ბალმები, მისტები, მიცელარული წყლები, დამატენიანებლები - ფრანგული კანის მოვლის პროდუქცია მარტივი და მრავალფუნქციურია.
პროდუქტები, ერთი მხრივ, იძლევა რეალურ შედეგს და მეორე მხრივ, ამარტივებს ყოველდღიურობას.
მინიმალიზმი, რომელსაც ფრანგული კანის მოვლის ფილოსოფია ეფუძნება - „ნაკლები, მაგრამ უკეთესი“, არასდროს კარგავს აქტუალობას, ტრენდების ცვალებადობის მიუხედავად, ურყევად უჭირავს წამყვანი პოზიცია ათასობით პროდუქტს შორის ყველაზე უსაფრთხო და ეფექტიანი არჩევანია.

თუ გადაიღალეთ ტრენდებით და გსურთ, რეალური შედეგი მიიღოთ, დროა დაუბრუნდეთ კლასიკას, რომელსაც კანის მოვლის ფრანგული ფილოსოფია ეწოდება.
R