ავტორი:

ბრიტანელ მოდელს ეგონა, რომ მილიონერს გაჰყვა ცოლად, თუმცა როცა აღმოაჩინა, რომ ქმრის ანგარიშზე 3 დოლარი იყო, დაშორდა

ბრიტანელ მოდელს ეგონა, რომ მილიონერს გაჰყვა ცოლად, თუმცა როცა აღმოაჩინა, რომ ქმრის ანგარიშზე 3 დოლარი იყო, დაშორდა

ბრიტანელი მოდელი და ტელევარსკვლავი კეიტი პრაისი, თავისი მერვე ქორწინებიდან რამდენიმე თვეში ქმარს, ლი ენდრიუსს, დაშორდა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, წყვილის დაშორების მიზეზი შესაძლოა ფინანსური სკანდალი იყოს - მიუხედავად ენდრიუსის მტკიცებისა, თითქოს ის მილიონერი იყო, მის კრიპტოვალუტის საფულეში მხოლოდ 3 დოლარი აღმოჩნდა.

  • 48 წლის კეიტი პრაისმა, სავარაუდოდ, განქორწინების საკითხზე ადვოკატთან კონსულტაციაც გაიარა. "The Sun“-ის ინფორმაციით, წყვილის ურთიერთობის დასრულების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ის გახდა, რომ ენდრიუსი პრაისს ფინანსური მდგომარეობის შესახებ ატყუებდა.

  • გამოცემის ცნობით, ლი ენდრიუსი კეიტის არწმუნებდა, რომ კრიპტოვალუტის ანგარიშზე 50 მილიონი დოლარი ჰქონდა. კეიტიმ კი ფინანსურ ექსპერტს საფულეზე წვდომა მისცა და აღმოჩნდა, რომ ანგარიშზე მხოლოდ 3 დოლარი იყო.

კეიტი პრაისი და ლი ენდრიუსი რამდენიმე თვის წინ დაქორწინდნენ. მათი ურთიერთობა თავიდანვე არაერთ სკანდალთან იყო დაკავშირებული. ენდრიუსს პრობლემები კანონთანაც ჰქონდა და ამჟამად დუბაის ციხეში იმყოფება.

კეიტიმ ცოტა ხნის წინ Instagram-ზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელსაც თან ტექსტიც დაურთო:

"ცხოვრებას თავისი სირთულეები ახლავს, მტკივნეული იყო, თუმცა განვიკურნე. რაც მთავარია, ვისწავლე, ვინ იმსახურებს ადგილს ჩემს გვერდით და ვინ აღარასდროს იქნება ჩემს ცხოვრებაში. გადავრჩი... არასდროს დამავიწყდება, ვინ დამეხმარა რთულ დროს, ვინ გამირთულა ცხოვრება და ვინ მიმატოვა მაშინ, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა“.

წყარო