23 წლის იუტელმა მამაკაცმა, ტაილერ რობინსონმა, სასამართლოში თავი დამნაშავედ არ ცნო ცნობილი კონსერვატორი აქტივისტისა და ორგანიზაცია Turning Point USA-ის თანადამფუძნებლის, 31 წლის ჩარლი კირკის მკვლელობაში. ამავდროულად, მოსამართლემ პროკურატურას უფლება მისცა, სასამართლო პროცესზე ბრალდებულისთვის სიკვდილით დასჯა მოითხოვოს.
მკვლელობა 2025 წლის 10 სექტემბერს, იუტას ველის უნივერსიტეტში (ქალაქ ორემში) მოხდა, სადაც კირკი კამპუსის ღონისძიებაზე სიტყვით გამოდიოდა. მას თავდამსხმელმა ყელის არეში ესროლა.

პროკურორების განცხადებით, რობინსონისთვის, რომელიც ყოფილი ელექტრიკოსის შეგირდი იყო და თავის ოთახის მეზობელთან სასიყვარულო ურთიერთობაში იმყოფებოდა, კირკის კონსერვატიული შეხედულებები, განსაკუთრებით კი ტრანსგენდერების საკითხებთან დაკავშირებით, “ამაზრზენი“ იყო, რაც მკვლელობის მთავარ მოტივად იქცა.
პროკურატურამ სასამართლოზე მძიმე არგუმენტები და დამამძიმებელი გარემოებები წარადგინა. მათ რობინსონის ქმედებას “ბალისტიკური რულეტკის თამაში“ უწოდეს, რადგან მან იარაღიდან ცეცხლი მაშინ გახსნა, როდესაც კირკის გარშემო უამრავი ადამიანი, მათ შორის ბავშვები იმყოფებოდნენ.
“არსებობს მტკიცებულებების მთელი მთა, რომელიც ადასტურებს, რომ მსროლელი სწორედ ის არის“, - განაცხადა პროკურორმა რაიან მაკბრაიდმა. გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებები მოიცავს:
დაცვის მხარე შეეცადა ეჭვქვეშ დაეყენებინა მტკიცებულებები, ექსპერტების კვალიფიკაცია და მოეთხოვა სიკვდილით დასჯის მუხლის მოხსნა, თუმცა მოსამართლე ტონი გრაფმა პროკურატურის მხარე დაიკავა.