სან-ფრანცისკოს ცნობილ უბანის "ტელეგრაფ-ჰილის“ მობინადრე მესამე სართულის აივნის მინებს შორის გაიჭედა. თუმცა ამ შემთხვევაში ლაპარაკი უბანსა და მის მიდამოებში მცხოვრები ფერადი ფრინველების ერთ-ერთ წარმომადგენელზე, კერძოდ ველურ თუთიყუშზეა.

სახანძრო სამსახურის ცნობით, მაშველებს საცხოვრებელი სახლის სახურავზე ასვლა და აივანზე კიბის დაშვება დასჭირდა, რათა მწვანე ფრინველი ფრთხილად გაეთავისუფლებინათ და პირსახოცში გაეხვიათ.


“საბედნიეროდ ყველაფერი რიგზე აღმოჩნდა: ფრთები, ფეხები და კისერი თუთიყუშს დაზიანებული არ ჰქონდა, რის შემდეგაც ოფიცერმა იგი მალევე გაუშვა“, - ნათქვამია სახანძრო სამსახურის განცხადებაში.

მოგვიანებით მეხანძრეებმა სახიფათო მდგომარეობიდან დახსნილი ფრინველის ფოტოებიც გაავრცელეს. თუთიყუშს სახეზე თითქოს მორცხვად, ნასიამოვნები ღიმილი დასთამაშებდა.