ავტორი:

ჯო ბაიდენის 56 წლის ვაჟმა, ჰანტერ ბაიდენმა განაცხადა რომ 48%-ით გეია - გულახდილი პოდკასტის დეტალები

ჯო ბაიდენის 56 წლის ვაჟმა, ჰანტერ ბაიდენმა განაცხადა რომ 48%-ით გეია - გულახდილი პოდკასტის დეტალები

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის 56 წლის ვაჟმა, ჰანტერ ბაიდენმა, ერთ-ერთ პოდკასტში საკუთარ სექსუალობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის “ცოტათი გეია“. ინტერვიუს დროს, რომელიც ძირითადად მის სექსუალურ იდენტობას ეხებოდა, მან საკუთარი თავი იუმორით შეაფასა.

  • ჰანტერ ბაიდენი, რომელიც ამჟამად მელისა კოენზეა დაქორწინებული, პოდკასტ “Luke Beasley Show“-ს 16 აგვისტოს ეპიზოდში გამოჩნდა. წამყვანის კითხვაზე, არის თუ არა ის გეი, ბაიდენმა უპასუხა: “მხოლოდ ცოტათი“.

როდესაც ბიზლიმ დააზუსტა, ეს მაჩვენებელი 50 პროცენტზე მეტი იყო თუ ნაკლები, ბაიდენმა კონკრეტული ციფრი დაასახელა - “48.6 პროცენტი“. საუბრის გაგრძელებისას, პოდკასტერმა ჰკითხა ყოფილ პირველ ვაჟს, იქნებოდა თუ არა თავად ბაიდენის ტიპაჟი.

“ცოტათი უფრო მასკულინური იქნებოდა ჩემი ტიპაჟი, გეი რომ ვიყო“, - უპასუხა ჰანტერმა.

  • ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტო და წარსული დამოკიდებულებები

ამის შემდეგ ბიზლიმ ბაიდენს აჩვენა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტო, სადაც ისინი ჩახუტებულები არიან და ჰანტერს ხელი წამყვანის წელზე აქვს შემოხვეული.

“თუ შენი ტიპაჟი არ ვარ, მაშინ ასე რატომ ჩამეხუტე? შეხედე“, - მიმართა წამყვანმა და ფოტო გადასცა.

“ოჰ, იესო ქრისტე, არ ვიცი. ყველაფერი მახსენდება“, - იხუმრა ბაიდენმა. მან დასძინა, რომ სავარაუდოდ იმ პერიოდში გაბრუებულ მდგომარეობაში იყო, რაც მის 2019 წლამდე არსებულ მავნე ჩვევებსა და დამოკიდებულებებს უკავშირდებოდა, სანამ საბოლოოდ ფხიზელ ცხოვრებას დაიწყებდა.

მოგვიანებით, ბაიდენი კვლავ დაუბრუნდა “გეი კითხვას“ და იხუმრა, რომ ალბათ 48.5 პროცენტს უკან წაიღებდა.

“უფრო 47 პროცენტია ამ საუბრის შემდეგ. ჩემი გეიდომი ერთი პროცენტით შემცირდა“, - განაცხადა მან. თუმცა, თითქმის 90-წუთიანი ინტერვიუს დასასრულს, მან თავისი სიტყვები კვლავ შეცვალა: “უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ ისევ 48.5 პროცენტამდე გეი ვარ“.

შეგახსენებთ, რომ ჰანტერ ბაიდენმა მელისა კოენზე 2019 წელს, მათი გაცნობიდან სულ რაღაც ექვს დღეში იქორწინა. მანამდე ის ქორწინებაში იმყოფებოდა კეთლინ ბულესთან, რომელთანაც სამი ქალიშვილი ჰყავს. წყვილი ერთმანეთს 2017 წელს დაშორდა.

წყარო