პოპ-ვარსკვლავმა არიანა გრანდემ სამშაბათს საღამოს ლონდონში, O2 არენაზე, თავისი ტურნეს “Eternal Sunshine-ის“ ფინალურ კონცერტზე განაცხადა, რომ საჯარო ცხოვრებას წყვეტს და პაუზას იღებს. 33 წლის მომღერალი კონცერტის დროს ძლივს იკავებდა ცრემლებს, განსაკუთრებით სიმღერის “One Last Time“ შესრულებისას, რომელიც 2017 წლის მანჩესტერის ტერაქტს გადარჩენილთა ჰიმნად იქცა.

გასულ თვეში მომღერალმა საზოგადოების წინაშე გამოჩენაზე უარი თქვა, რასაც წინ უძღოდა მისი ჯანმრთელობისა და გარეგნობის შესახებ აქტიური სპეკულაციები. კერძოდ, პაუზა მას შემდეგ დაანონსდა, რაც მისმა ახალმა მუსიკალურმა კლიპმა სიმღერაზე “Petal“ ფანებში წონის გამო შეშფოთება გამოიწვია. სოციალურ ქსელ X-ში წერდნენ, რომ ის იმდენად გახდა, რომ ხალხი რეალურად შეშფოთებულია.

ამის საპასუხოდ, გრანდეს პიარმენეჯერმა განაცხადა, რომ ვარსკვლავი საზოგადოების მხრიდან მუდმივი და დაუსრულებელი ყურადღების გამო იღებს ტაიმ-აუტს. თავად არიანამ კი ფანები დაამშვიდა და განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება გააზრებული და დიდი ხნის წინ დაგეგმილი ნაბიჯია.
“საზღვრების დაწესება აუცილებელია, ადამიანებს ხანდახან შესვენება სჭირდებათ“, - განაცხადა მან ჩიკაგოს კონცერტზე.
მიუხედავად ფანების წუხილისა, ლონდონის სცენაზე არიანას სისუსტე საერთოდ არ ეტყობოდა. ერთადერთი დაბრკოლება ფეხის ტრავმა (ღრმა ჭრილობა) აღმოჩნდა, რის გამოც ტრადიციული მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი პლატფორმებიანი ჩექმებით ჩაანაცვლა. ის მაინც ენერგიულად მოძრაობდა მოცეკვავეებთან ერთად.
მხოლოდ ერთხელ, სიმღერის “Nowhere, Nobody“ შესრულებისას აუკანკალდა ხმა ხაზზე “ძნელია გჯეროდეს სრულყოფილი დასასრულის“, თუმცა, როგორც ნამდვილმა პროფესიონალმა, მან მაშინვე აღიდგინა წონასწორობა.
მომღერლის გამოსვლას კრიტიკოსებიც აღფრთოვანებით შეხვდნენ. Rolling Stone-მა მას თავისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო მომღერალი უწოდა, Telegraph-მა შოუს “უნაკლო“ უწოდა, ხოლო NME გაოცებული დარჩა მისი ფიზიკური მონაცემებით. კონცერტის ბოლოს, არიანა სპეციალური მოწყობილობით დარბაზის თაღისკენ აიჭრა და გაუჩინარდა.
ფანები დაზაფრულები არიან, შიშობენ იხილავენ თუ არა მას ოდესმე კვლავ სცენაზე. ლონდონელი ფანი რაშიდი ამბობს, რომ განადგურებულია ამ ამბით. მანჩესტერელი ნადინი კი ხუმრობს: “მეც იგივეს გავაკეთებდი. ფული იშოვა, იმღერა და წავიდოდა ჰავაიზე, სადაც ვერავინ იცნობს“.