თუ ნაყინი გიყვართ და გსურთ, რომ ამაში სოლიდური ანაზღაურება მიიღოთ, ლეგენდარულ რეპერს, სნუპ დოგს თქვენთვის უნიკალური შემოთავაზება აქვს. მუსიკოსი და მისი ნაყინის კომპანია “Dr. Bombay“ ოფიციალურ დეგუსტატორს ეძებენ.
სნუპ დოგმა გლობალურ HR კომპანია Deel-თან გააერთიანა ძალები, რათა იდეალური კანდიდატი იპოვოს. სამსახური არის სრულიად დისტანციური, ანაზღაურება კი შთამბეჭდავია და თვეში 10 000 აშშ დოლარს შეადგენს. რაც ყველაზე მთავარია, ვაკანსიაზე განაცხადის შეტანა ნებისმიერ მსურველს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში რეპის ლეგენდამ მსურველებს აქტიურობისკენ მოუწოდა: “მე ვქირაობ ნაყინის საერთაშორისო დეგუსტატორს Dr. Bombay-ში. გიხდით თვეში 10 ათასი დოლარს. შეგიძლიათ განაცხადი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შემოიტანოთ.
როგორც ჩანს, გლობალურ ბაზარზე გასვლა არც ისე მარტივია. მე მიყვარს ფული, მაგრამ არ მიყვარს ქაღალდების საქმე. თუმცა, ამ ყველაფერს Deel-ი აგვარებს. ვინ იცის, თუ კარგად წარმოაჩენთ თავს, შესაძლოა აქ ჩემთან ერთად აღმოჩნდეთ. ასე რომ, მზად ხართ გახდეთ Dr. Bombay-ის ოფიციალური დეგუსტატორი? მაშინ გადადით საიტზე Deel.com/Snoop და შეავსეთ განაცხადი“.
კომპანია “Dr. Bombay“ ცნობილია თავისი ნოსტალგიური გემოებით, როგორებიცაა Long Beach Fruit Cart, Sticky Caramel Apple Pie და Peanut Butter Jelly Time.
რეალური შანსი, გავლენა მოახდინოთ მიმდინარე კამპანიასა და ახალი გემოების შექმნაზე.