ცნობილმა შეფმა ლევან კობიაშვილმა რჩეულზე იქორწინა. კადრები მისი და ნინა ილურიძის ჯვრისწერიდან, ასევე წვეულებიდან "ინსტაგრამზე" წყვილის მეგობრებმა გაავრცელებს.
ჯვარი სამების ტაძარში დაიწერეს. საქორწინო საღამოს ცნობილი სტუმრებიც ესწრებოდნენ. წვეულებას მუსიკალურად აფორმებდნენ "ქართული ხმები", "ფორტე" გელა გნოლიძე და სხვა ცნობილი შემსრულებლები.



ლევან კობიაშვილი და ნინა ილურიძე ერთად ცხოვრობენ, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალურ ქორწინებაში იყვნენ. წყვილს 4 წლის წინ საერთო შვილი შეეძინა, რომელსაც ელენე დაარქვეს. ნინა ილურიძე დაოჯახებული გახლდათ და მცირეწლოვანი გოგონა ჰყავს.
რაც შეეხება ცნობილ შეფს, ის წლების განმავლობაში იყო ქორწინებაში და მისი მეუღლე კონდიტერი თიკო მიქაბერიძე გახლდათ. შეფს პირველი ქორწინებიდან 21 წლისა და 11 წლის ვაჟები ჰყავს. გოგონა 4 წლის ასაკში დაეღუპა, ბავშვს დაბადებიდან თირკმლის უკმარისობა ჰქონდა.