ავტორი:

იგეგმება ცვლილებები ქორწინება/განქორწინების, გარდაცვალების, დაბადების და გვარის შეცვლის რეგისტრაციის წესებთან დაკავშირებით - დეტალები

იგეგმება ცვლილებები ქორწინება/განქორწინების, გარდაცვალების, დაბადების და გვარის შეცვლის რეგისტრაციის წესებთან დაკავშირებით - დეტალები

საქართველოს მთავრობა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისა და მონაცემთა ბაზების მართვის წესების მასშტაბურ ცვლილებას გეგმავს. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი 2026 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია გათვალისწინებული.

კერძოდ, მთავრობა გეგმავს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის მომზადებას, რომელიც როგორც დოკუმენტშია განმარტებული, სამოქალაქო აქტის ჩანაწერებში ცვლილების, შესწორებისა თუ დამატების შეტანის თაობაზე მოქალაქეთა მომართვიანობის მკვეთრმა ზრდამ განაპირობა.

მთავრობის განმარტებით, რეფორმის მიზანი საქმისწარმოების ეფექტურობის ამაღლება, პროცედურების გამარტივება და ფიქციური გარიგებების პრევენციაა.

დაგეგმილი ცვლილებებით, გათვალისწინებულია რამდენიმე ძირითადი მიმართულება, კერძოდ:

  • ცვლილების შედეგად, თუ სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოსგან დოკუმენტი მიღებული იქნება დიპლომატიური არხების მეშვეობით, რითაც დასტურდება დოკუმენტის ნამდვილობა, მისი აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზება აღარ მოითხოვება. აღნიშნული ცვლილება გაამარტივებს სააგენტოს მიერ მონაცემთა ბაზის სრულყოფის პროცესს;
  • დაზუსტდება, რომ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, სახელისა და გვარის მსგავსად, არ მიეთითება მკვდრადშობილი ბავშვის პირადი ნომერი და მოქალაქეობა;..განაგრძეთ კითხვა