"ოქროს ბურთის" სამგზის მფლობელმა, ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა მიშელ პლატინიმ, Canal+-ის გადაცემა "საფეხბურთო კლუბში" განაცხადა, რომ წელს ამ ჯილდოს პსჟ-ს გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია იმსახურებს:
"არჩევანის გაკეთება რთულია, რადგან ათი წლის მანძილზე მესი-რონალდოს-რონალდო-მესის ეპოქას ვუყურებდით. ახლა "ოქროს ბურთი" გაცილებით ღიაა, ეს გასულ წელს ვნახეთ. ამიტომ სახელებს არ დავასახელებ, მაგრამ ვფიქრობ, ამ სიაში ყველაზე შედეგიანი კილიან მბაპეა. ვნახეთ, რომ როდრი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მან შესანიშნავი მსოფლიო ჩემპიონატი ჩაატარა. ყველაზე ნიჭიერი ლამინ იამალია. ფაბიან რუისმა მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა... უკვე ოთხია. თუმცა მე უპირატესობას პსჟ-ს მოთამაშეს მივცემდი, კვარაცხელიას ვანიჭებ.
ვფიქრობ, სწორედ მისი დიდი დახმარებით მოიგო პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა. ამიტომ მცირე ფსონს მასზე ჩავდივარ. არ ვამბობ, რომ ფავორიტია. არის ოთხი თუ ხუთი კანდიდატი. კილიანს ფანტასტიკური სეზონი ჰქონდა, საუკეთესო ბომბარდირი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ხალხი იტყვის, რომ ვერაფერი ვერ მოიგო. არიან სხვები, რომლებმაც ბევრი ტიტული მოიპოვეს, ოღონდ საუკეთესო ბომბარდირები არ იყვნენ".
წყარო: Sportall.geიხილეთ ასევე: