ავტორი:

სროლა კიევის ქუჩებში - სხვადასხვა უკრაინული ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს: რა მოხდა რეალურად და როგორ გამოეხმაურა ფაქტს ზელენსკი?

სროლა კიევის ქუჩებში - სხვადასხვა უკრაინული ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს: რა მოხდა რეალურად და როგორ გამოეხმაურა ფაქტს ზელენსკი?

გამოცემა Pravda-ს ცნობით, ოთხშაბათს უკრაინის დედაქალაქის ერთ-ერთ ეზოში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) თანამშრომლები და თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (DIU) აგენტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ორმხრივი სროლის შედეგად სამი ოფიცერი დაშავდა.

SBU-ს განცხადებით, “მათ თანამშრომლებს შეიარაღებული პირები თავს იმ დროს დაესხნენ, როდესაც ისინი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB), მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტის აღკვეთას ცდილობდნენ.“

SBU-ს აგენტებმა მოგვიანებით დაადგინეს, რომ თავდამსხმელები უკრაინის თავდაცვის ძალების ერთ-ერთ დანაყოფს ეკუთვნოდნენ. ამოღებულია იარაღი და დოკუმენტაცია.

  • სროლის შედეგად DIU-ს ერთ-ერთ აგენტს ფეხის არტერია დაუზიანდა, მეორე ოფიცერმა ასევე მძიმე დაზიანებები მიიღო, ხოლო კიდევ ერთი შედარებით მსუბუქად დაშავდა.

SBU აცხადებს, რომ შეტაკება კრემლის მოწინააღმდეგე “რუს მოხალისეთა კორპუსის“ (RVC) მეთაურის მოადგილის, სტეპან კაპლუნოვის მკვლელობის მცდელობის აღკვეთას მოჰყვა.

ინციდენტს გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელმაც განაცხადა, რომ მომხდარით შეძრწუნებულია “პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს“.

“აქ, უკრაინაში, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება დაშვებულია მხოლოდ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, ქვეყნის დასაცავად. ჩვენი სახელმწიფო არასდროს შეეგუება მსგავს სროლებს და მას ნორმად არ მიიჩნევს,“ - დაწერა მან Telegram-ზე.

წყარო