ავტორი:

ბელგიაში, სიცხის ტალღებმა 3 000-მდე ადამიანი იმსხვერპლა - ქვეყნის ჯანდაცვის უწყებამ ანომალიური ზაფხული შეაჯამა

ბელგიაში, სიცხის ტალღებმა 3 000-მდე  ადამიანი იმსხვერპლა - ქვეყნის ჯანდაცვის უწყებამ ანომალიური ზაფხული შეაჯამა

ბელგიაში, ივნისიდან დაწყებულ სიცხის რამდენიმე ტალღას ჯამში 3 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს. ამასთანვე უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ 2026 წლის ზაფხული, ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოს ისტორიაში ყველაზე ცხელ ზაფხულს წარმოადგენდა

28 ივლისიდან 16 აგვისტომდე პერიოდში, სეზონის მესამე ტალღის დროს, რასაც ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტყის ხანძარიც დაემთხვა 365 გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ცნობით, ეს მაჩვენებელი ნორმას 7%-ით აღემატებოდა.

საერთო ჯამში, ზაფხულის განმავლობაში ჭარბი სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 2 935 შეადგინა.

სამეფო მეტეოროლოგიური ინსტიტუტის მონაცემებით, ბრიუსელის მახლობლად, საშუალო ტემპერატურამ 20,3°C შეადგინა, რაც ბოლო ათწლეულების საშუალო მაჩვენებელს 2,4°C-ით აღემატება.

  • სიტუაცია ევროპასა და მსოფლიოში

მეცნიერები საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ კლიმატური ცვლილებები ექსტრემალურ ამინდს კიდევ უფრო ინტენსიურს გახდის. წელს ევროპის სხვა ქვეყნებშიც ასევე სიკვდილიანობის სარეკორდო მაჩვენებლები დაფიქსირდა:

  1. გერმანია: აგვისტოს ბოლოს მონაცემებით, სიცხესთან დაკავშირებულმა სიკვდილიანობამ რეკორდულ 14 000 მაჩვენებელს მიაღწია.
  2. საფრანგეთი: 1 ივნისიდან დღემდე 7 300-ზე მეტი ჭარბი სიკვდილიანობა დარეგისტრირდა.
  3. ესპანეთი: იმავე პერიოდში სიცხით გამოწვეული 4 500-მდე გარდაცვალება დაფიქსირდა.

Copernicus-ის კლიმატის ობსერვატორიის მონაცემებზე დაყრდნობით, AFP-ის მიერ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ მსოფლიოს 33 ქვეყანაში, დასავლეთ ევროპიდან საჰელისა და ცენტრალური ამერიკის რეგიონებამდე წელს, დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი ივლისი იყო.

წყარო