ავტორი:

საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთოთხმეტე ეტაპი იწყება - რა უნდა იცოდეთ და როგორ უნდა დარეგისტრირდეთ

საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთოთხმეტე ეტაპი იწყება - რა უნდა იცოდეთ და როგორ უნდა დარეგისტრირდეთ

საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთოთხმეტე ეტაპი იწყება. ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქო აქვეყნებს.

"იწყება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ დაარსებული და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიერ გაგრძელებული მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთოთხმეტე ეტაპი

ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში ამა წლის 8 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით (11, 12 და 13 სექტემბრის გარდა) 12 საათიდან 16 საათამდე.

რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:

მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები.

საკონტაქტო ტელეფონები:

593 90 08 10558 65 11 59593 46 45 71", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.