ამერიკელმა ექიმებმა ქსენოტრანსპლანტაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგი მიიღეს - გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორისგან გადანერგილმა თირკმელმა პაციენტის ორგანიზმში 271 დღის განმავლობაში იმუშავა, რაც დღემდე ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია ასეთი ტიპის ტრანსპლანტაციის ისტორიაში.

"იმედი ყველაზე დიდი რამ არის - შანსი, გათავისუფლდე აპარატისგან და იცხოვრო შენი ცხოვრებით“, - თქვა ენდრიუსმა.
გადანერგილი ორგანო 271 დღის განმავლობაში ფუნქციონირებდა. თავდაპირველად ექიმებმა პაციენტის იმუნური სისტემის მხრიდან ორგანოს უარყოფის ნიშნები შენიშნეს, თუმცა მედიკამენტების შეცვლით მდგომარეობის კონტროლი შეძლეს.

ექიმებისთვის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
ქსენოტრანსპლანტაცია სხვადასხვა სახეობის ცხოველის ორგანოს ადამიანისთვის გადანერგვას გულისხმობს. ამ მიმართულებით მეცნიერები განსაკუთრებით ღორებს იკვლევენ, რადგან მათი ორგანოების ზომა ადამიანის ორგანოებთან შედარებით ახლოსაა და მათი კონტროლირებულ პირობებში მოშენებაც შესაძლებელია.
თუმცა, ჩვეულებრივი ღორის თირკმლის ადამიანის ორგანიზმში გადანერგვა შეუძლებელია. იმუნური სისტემა მას უცხო სხეულად აღიქვამს და ორგანოს ძალიან სწრაფად უტევს.
სწორედ ამიტომ, მეცნიერებმა სპეციალურად გამოყვანილი იუკატანის მინიატურული ღორები გამოიყენეს. მათი გენომი ისე შეცვალეს, რომ მიღებული ორგანო ადამიანის იმუნურ სისტემას უფრო მარტივად მიეღო. გენეტიკური ცვლილებების ნაწილი ღორის უჯრედებიდან იმ მახასიათებლების ამოღებას ისახავდა მიზნად, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში ძლიერ იმუნურ რეაქციას იწვევს.