ფრანგმა ფიზიკოსმა ეტიენ კლაინმა სოციალურ ქსელში ძეხვის ნაჭრის ფოტო გამოაქვეყნა და ხუმრობით დაწერა, რომ ის მზესთან უახლოესი ვარსკვლავის, პროქსიმა კენტავრის, გამოსახულება იყო, რომელიც ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა გადაიღო.
კლაინმა განმარტა, რომ მისი მიზანი ადამიანებისთვის იმის ჩვენება იყო, თუ რამდენად მარტივია ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციისა და ფოტოების დაუფიქრებლად დაჯერება.
"გარკვეული კომენტარების გათვალისწინებით, ვალდებულად ვთვლი დავაზუსტო, რომ პროქსიმა კენტავრის სავარაუდო სურათის ამსახველი ტვიტი ხუმრობა იყო“, - დაწერა მან.