დედაქალაქის ცხრა საჯარო სკოლაში სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.
“პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება და მის ფარგლებში, თბილისის 9 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებას დაიწყებს სასკოლო მზაობის ჯგუფები.
პროექტის მიზანია სასკოლო მზაობისა და დაწყებითი განათლების ეტაპების ერთმანეთთან დაკავშირება. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ შესაბამისად, სასკოლო მზაობის პროგრამის ხანგრძლივობა დღეში შეადგენს 3 საათს. პროექტში ჩართულები არიან შემდეგი საჯარო სკოლები:
აღნიშნულ სასკოლო მზაობის ჯგუფებში რეგისტრაციის მსურველებმა, შესაბამისი განცხადება 12 სექტემბრამდე უნდა გამოგზავნონ სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე, saagentoskancelaria@gmail.com“,- ნათქვამია ინფორმაციაში.