ავტორი:

Volkswagen-ი 50,000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს - წარმოება შეჩერდება გერმანიაში მდებარე ოთხ საწარმოში

Volkswagen-ი 50,000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს - წარმოება შეჩერდება გერმანიაში მდებარე ოთხ საწარმოში

კრიზისში მყოფი ავტომწარმოებელი პერსონალის 15%-ს გაათავისუფლებს და პროდუქციის ხაზს განახევრებს. ეს სექტორის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური რესტრუქტურიზაციაა.

ჩინურ კონკურენტებთან მწვავე ბრძოლისა და გადარჩენისთვის გაჩაღებული ომის ფონზე, ავტოგიგანტმა Volkswagen-მა 100,000 სამუშაო ადგილის შემცირების სკანდალური გეგმა უკვე დაამტკიცა.

პროფკავშირებთან ამ კვირაში გამართული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ, კომპანიამ დამატებით 50,000 შტატის გაუქმება გამოაცხადა. ამასთან, მხარეები, 2031-2034 წლებში გერმანიის ოთხ ქარხანაში (ემდენში, ცვიკაუში, ჰანოვერსა და აუდის საწარმოში ნეკარსულმში) წარმოების ეტაპობრივ შეჩერებაზე შეთანხმდნენ.

კომპანიის უმსხვილესმა პროფკავშირმა IG Metall-მა, რომელიც სამეთვალყურეო საბჭოშიც არის წარმოდგენილი, განაცხადა, რომ “კონფლიქტის საშიში ესკალაციის“ თავიდან ასაცილებლად დათმობებზე ორივე მხარე წავიდა.

შეთანხმების მთავარი პუნქტი, ოთხი ქარხნის დახურვის გადავადება გახდა, სანაცვლოდ პროფკავშირი პერსონალის შემცირებას დათანხმდა. გარიგება ხარჯების შემცირების მასშტაბურ გეგმასაც ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც 2030 წლისთვის კიდევ 50,000 შტატი გაუქმდება, რაც დაგეგმილი შემცირებების საერთო რაოდენობას 100,000-მდე გაზრდის.

Volkswagen-ი ყველა ბრენდში (მათ შორის Skoda, Seat, Porsche, Cupra და Lamborghini) ამ დროიოსთვის 650,000-ზე მეტ ადამიანი არის დასაქმებული.

წყარო