MMA-ის ვარსკვლავი, ილია თოფურია მის ოფიციალურ გვერდზე მიმართვას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ის დაბრუნდა.
“ჰუგო... ბოლო ხანია შენზე ვფიქრობ. იმაზე, თუ რას გრძნობდი, როდესაც ჩემი მარცხი იხილე. ვიცი, ძალიან გეტკინა, და როგორც შენმა მამამ, ვერაფერი შევძელი რომ ეს მომენტი შენთვის თავიდან ამეცილებინა.
თუმცა, ასევე მიხარია, რომ ეს ყველაფერი ერთად გავიარეთ, იმიტომ რომ იმ დღემ ორივე გაგვაძლიერა.
მინდა ყოველთვის გახსოვდეს ერთი რამ - ცხოვრებაში ყოველთვის გამარჯვებული ვერ იქნები და ამას არა უშავს. წაგება არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია როგორ წააგებ. ვისთან ერთად იქნები, როდესაც ყველაფერი სიბნელეში ჩაიძირება.
ვფიქრობ, ღმერთს უნდოდა, რომ ეს ყველაფერი გამევლო და მესწავლა ისეთი რამ, რასაც გამარჯვება ვერასდროს მასწავლიდა.
ცვლილებები მაშინ არ იწყება, როდესაც ცხოვრებაში ყველაფერი ისე მიდის, როგორც შენ გსურს. ყველაფერი მაშინ იცვლება, როდესაც ურთულეს დღეებს გადაიტან... და იცი რას მივხვდი? ამ ჯოჯოხეთის გავლის შემდეგ, ახლა უფრო ძლიერი ვარ ვიდრე მანამდე.
ჩემპიონი ის არ არის, რომელიც არასდროს აგებს, ჩემპიონი ის არის, რომელიც ყოველთვის პოულობს მიზეზს, ადგეს და გზა განაგრძოს.
ეს არის ერთადერთი რამ, რასაც გისურვებ. არა ის, რომ ყოველთვის გაიმარჯვო, არამედ ის, რომ არასდროს შეგეშინდეს წაგების.
არ მისცე არც ერთ მარცხს უფლება, გიკარნახოს, ვინ ხარ, რადგან ამას მხოლოდ შენ წყვეტ და რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის გახსოვდეს - ერთადერთი გამარჯვება, რომელსაც ვერავინ წაგართმევს, შენი ხასიათია,“ - მიმართავს ილია თოფურია მის ვაჟს ვიდეოში.
“ხასიათი არ ყალიბდება მაშინ, როდესაც ყველაფერი შენი ნებაზე მიდის. ის იწრთობა მაშინ, როდესაც ყველაფერი სხვანაირად ხდება.
ერთადერთი გამარჯვება, რომელსაც ვერავინ წაგართმევს, შენი ხასიათია.
ჩვენ დავბრუნდით!!!“ - წერს ილია თოფურია მის ოფიციალურ “ფეისბუქზე“.