ავტორი:

აჭარაში დააკავეს ინტერპოლით ძებნილი: მას საბერძნეთის პოლიცია ეძებდა - დეტალები

აჭარაში დააკავეს ინტერპოლით ძებნილი: მას საბერძნეთის პოლიცია ეძებდა - დეტალები

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაკავებული, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით იძებნებოდა.

„სამართალდამცველებმა ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცლეებულ ინფორმაციაში.