თუშეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ღამით სოფელ ომალოში ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარედ მოხდა.
თვითმხილველების თქმით, სწრაფად მოძრავი "ტოიოტას" მარკის ავტომობილი, სადაც 5 ადამიანი იმყოფებოდა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამობრუნდა .
“ეგ ადგილი, სადაც მოხდა შემთხვევა ვიზიტორთა ცენტრთან არის, მანქანა სწრაფად მოდიოდა და მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა რა დროსავ დაახლოებით გზიდან 20 მეტრი გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა. მძღოლი გადმოვარდა ავტომობილიდან და ადგილზე დაიღუპა. დანარჩენი ოთხი ახალგაზრდა გადარჩა. ადგილობრივი არცერთი არ იყო" - გვიყვებიან ადგილობრივები.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება