მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარი: როდის გაუარესდება საქართველოში ამინდი? - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარი: როდის გაუარესდება საქართველოში ამინდი? - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

7 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის ყველა რეგიონში, ხოლო აღმოსავლეთში - შიდა ქართლში, ასევე მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

  • ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).