ვლადიმერ პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

ვლადიმერ პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

  • დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინის ბრძანება კიევში 6 სექტემბერს, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტს უკავშირდება და შუაღამიდან ამოქმედდება.

„ნამდვილად, მსგავსი ინფორმაცია უკრაინული მხარისგან იქნა მიღებული. რუსეთის პრეზიდენტმა, უმაღლესმა მთავარსარდალმა პუტინმა დღევანდელი შუაღამიდან, სამი დღის განმავლობაში, კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა. ეს კიევში ამერიკელების კონტაქტებს უკავშირდება“, - აღნიშნა პესკოვმა.