ავტორი:

უხერხული მომენტი ვენეციის კინოფესტივალზე - ნინა დობრევის ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

უხერხული მომენტი ვენეციის კინოფესტივალზე - ნინა დობრევის ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

„ვამპირის დღიურების“ ვარსკვლავი ნინა დობრევი ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ინციდენტის მონაწილე გახდა.

37 წლის დობრევი ვენეციის კინოფესტივალის გახსნის დღეს, 2 სექტემბერს, დენი ბოილის ახალი ფილმის, Ink-ის მსოფლიო პრემიერას დაესწრო. მსახიობი წითელ ხალიჩაზე Armani Privé-ს ეფექტური კაბით გამოჩნდა და ფოტოგრაფებისთვის პოზირებდა.

ვიდეოში ჩანს, რომ ღონისძიების თანამშრომელი მსახიობთან მიდის და ხელის მოძრაობით სთხოვს, წითელ ხალიჩაზე გადაადგილდეს. მამაკაცი საათზეც მიუთითებს, რაც შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ფოტოგრაფებთან პოზირებისთვის გამოყოფილი დრო ამოიწურა. დობრევი რამდენიმე წამით დაბნეული ჩანს, თუმცა შემდეგ თანამშრომლის მითითებას ასრულებს და ხალიჩას ტოვებს.

  • ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა და მომხმარებლების ყურადღება მიიქცია. ზოგიერთი მაყურებელი მსახიობს თანაუგრძნობდა და თანამშრომლების ქცევას ზედმეტად უხეშად აფასებდა, სხვები კი ვარაუდობდნენ, რომ დობრევმა შესაძლოა წითელ ხალიჩაზე მისთვის განკუთვნილ დროს გადააჭარბა.

მიუხედავად უხერხული მომენტისა, დობრევმა ვენეციაში ყურადღება თავისი ჩაცმულობითაც მიიქცია. მსახიობს strapless სტილის Armani Privé-ს კაბა ეცვა, რომელიც ბრჭყვიალა დეტალებითა და გვერდებზე დაშვებული ქსოვილის ელემენტებით იყო გაფორმებული.

დობრევი ვენეციის კინოფესტივალზე მომდევნო საღამოსაც გამოჩნდა — ის Armani Beauty-ის მიერ ორგანიზებულ სადილს დაესწრო, სადაც სხვა ცნობილი სტუმრებიც იმყოფებოდნენ.

წყარო