"დაურეკეს ჩემს კოლეგებს და უთხრეს, რომ ნინი შერმადინის მკვლელობა იგეგმება - მგონია, რომ ცუდად დაამთავრებ, შენს თავს დააბრალე, რაც დაგემართება" - ნინი შერმადინი მიმართვას ავრცელებს (ვიდეო)

"დაურეკეს ჩემს კოლეგებს და უთხრეს, რომ ნინი შერმადინის მკვლელობა იგეგმება - მგონია, რომ ცუდად დაამთავრებ, შენს თავს დააბრალე, რაც დაგემართება" - ნინი შერმადინი მიმართვას ავრცელებს (ვიდეო)

"დაურეკეს ჩემს კოლეგებს და უთხრეს, რომ ნინი შერმადინის მკვლელობა იგეგმება" - მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ უცნობი პირი მისი ტელეფონის ნომრის მოპოვებას ცდილობს.

როგორც მომღერალი ამბობს, საქმეზე პოლიცია ინფორმირებულია და გამოძიება მიმდინარეობს.

  • ნინი შერმადინის ცნობითვე, ნომრის მიხედვით დადგინდა უცნობი პირის სახელი, გვარი და ადგილმდებარეობა.

"ვიღაც ადამიანი, ვინმე დავით ბედუკაძე, რომელიც ვაშინგტონის შტატში ცხოვრობს, რეკავს ჩემს ნაცნობებთან, ჩემს ნომერს ითხოვს. მან ჩემს კოლეგებს უთხრა, რომ ნინი შერმადინის მკვლელობა იგეგმება. პოლიცია საქმის კურსშია და გამოძიება მიმდინარეობს, იმედი მაქვს, მალე დააკავებენ. მან პოლიციას უთხრა, რომ იხუმრა.

ჩვენ ვერ ვიქნებით შენს ხუმრობაზე დამოკიდებული. მგონია, რომ ცუდად დაამთავრებ. ძალიან სამწუხაროა, თუ ქართველი ასე ბოროტად ხუმრობს. შენს თავს დააბრალე, რაც დაგემართება. ბოდიში, რომ ასეთ შარში გაეხვიე. ხუმრობა არ არის, როცა ადამიანს სიცოცხლის ხელყოფით ემუქრები"- ამბობს ნინი შერმადინი გავრცელებულ ვიდეოში.