„დამთავრდა, ფული შეჭამეს და გაიქცნენ,“ - ასე აფასებს კრიპტოვალუტების სერტიფიცირებული ექსპერტი ალექს სუდაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად მოქმედი TSQ-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.
ბოლო რამდენიმე თვეა საქართველოს ათასობით მოქალაქე ფულს TSQ Investment Group-ში დებს. როგორც „საინვესტიციო პლატფორმის“ შემქმნელები აცხადებენ, ისინი კრიპტოვალუტით ვაჭრობენ და წევრებს სწრაფ შემოსავალს ჰპირდებიან. თუმცა, აქ ერთ-ერთი მთავარი ნიუანსი სქემაში ახალი წევრების მიყვანაა.
აღსანიშნავია, ისიც რომ "ფორმულას" ცნობით, TSQ-ს თაღლითური სქემის გამოსავლენად პროკურატურაში პირველი საჩივარი უკვე შევიდა. ტელეკომპანიის ცნობით, დაზარალებული მოქალაქე, რომელმაც 10 ათასზე მეტი დაკარგა, ითხოვს ამ ფინანსური პირამიდის და იმ ე.წ. ლიდერების გამოვლენას, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ.
როგორც ალექს სუდაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ფინანსური პირამიდის დასასრულის ერთ-ერთი ნიშანია ის, როდესაც პირველი და მეორე რიგის მონაწილეებისთვის გადახდები ჩერდება.
„ფული შეჭამეს და გაიქცნენ - ფინანსური პირამიდისთვის ეს დამთავრებული თემაა. როდესაც პირველი და მეორე რიგის ხალხისთვის ჩერდება გადახდები, ეს არის დასასრული. დაახლოებით ერთი თვით ადრე ხელმძღვანელებმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება. განაგრძეთ კითხვა>>>