"გაგვანადგურა ამ ამბავმა! დაოჯახებული იყო, ერთი შვილი დარჩა, თუშეთში მუშაობდა" - თუშეთში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

"გაგვანადგურა ამ ამბავმა! დაოჯახებული იყო, ერთი შვილი დარჩა, თუშეთში მუშაობდა" - თუშეთში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

თუშეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 34 წლის სიმონ ხეჩასშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხოლო მანქანაში მყოფი სხვა პირები სიკვდილს სასწაულად გადაურჩნენ. სიმონ ხეჩასშვილი წარმოშობით ადიგენის მუნიციპალიტეტიდან, სოფელი უდედან იყო და თუშეთში, ჰესზე იყო დასაქმებული. როგორც ცნობილი ხდება, ავარია სოფელ ქვემო ომალოში, ვიზიტორთა ცენტრსა და პოლიციას შორის ტერიტორიაზე მოხდა.

"ტოიოტას" მარკის ავტომობილი, რომელსაც სიმონი მართავდა და რომელშიც სულ ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამობრუნდა. სამწუხაროდ სიმონ ხეჩასშვილი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავდა ოთხი ადამიანი, რომლებიც კლინიკებში გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის არიან ლაგოდეხიდან დები მოდებაძეები, რომლებიც ამჟამად თელავის რეფერალურ კლინიკაში მკურნალობენ.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს მრავლობითი დაზიანებები და ქვედა კიდურების მოტეხილობები აღენიშნებათ.

  • გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭის ნათესავი მომხდარით შეძრულია და წარსულში მამიდაშვილზე საუბარი ძალიან უჭირს. მისი თქმით, სიმონი თუშეთის ჰესზე მუშაობდა, დაოჯახებული იყო და ერთი შვილი დარჩა.

"სიმონი ძალიან კეთილი, ძალიან თბილი და მოსიყვარულე ადამიანი იყო. იმის გააზრება მიჭირს, რომ ის აღარ გვყავს ცოცხალი. გაგვანადგურა ამ ამბავმა. ადიგენში ცხოვრობს მისი ოჯახი. დაოჯახებული იყო, დარჩა ერთი შვილი. ძნელია ასეთ დროს რაიმე თქვა. მომხდარის დეტალები არ ვიცი, ვიცი მხოლოდ ის, რომ სიმონი ცოცხალი აღარ გვყავს. თუშეთში მუშაობდა, სამი წელი იქნება რაც თუშეთის ჰესზეა დასაქმებული. აშენებდნენ ჰესს, თვითონ ბრიგადირი იყო, ჯგუფი ჰყავდა და როგორც ვიცი, უნდა გაეხსნათ ჰესი, ამისთვის ემზადებოდნენ. ამბობდა 15 რიცხვში ჰესი უნდა გავხსნაო და ეს უბედურება დატრიალდა. ორი კვირის წინ ვნახე, მოვესიყვარულეთ ერთმანეთს, ჩემთან იყო სტუმრად ჩამოსული, ბევრი ვიცინეთ და ვიმხიარულეთ. ნეტა იმ დროს, რას წარმოვიდგენდი, რომ ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იქნებოდა, თავზარდამცემია ეს ამბავი", - ამბობს გარდაცვლილი ბიჭის ნათესავი. განაგრძეთ კითხვა>>>