"განმიცხადა, რომ ეს მასალები თუ მოხდა და გავაშუქეთ, საფრთხისშემცველი არისო - მე არ დამიტოვა ეს მასალები, პრობლემები შეგექმნებაო" - რა თქვა ლაზარე ჯორბენაძის მეგობარმა გამოკითხვის შემდეგ?

"განმიცხადა, რომ ეს მასალები თუ მოხდა და გავაშუქეთ, საფრთხისშემცველი არისო - მე არ დამიტოვა ეს მასალები, პრობლემები შეგექმნებაო" - რა თქვა ლაზარე ჯორბენაძის მეგობარმა გამოკითხვის შემდეგ?

ზურაბ [ლაზარე] ჯორბენაძე ხუმრობდა, სიმართლის მთქმელს ჩამოახრჩობენო. 99,9% -ით ვარ დარწმუნებილი, რომ მას თავი არ მოუკლავს - ბოლოს რომ შემხვდა, მას საპატრიარქოდან წარმოღებული ჰქონდა პატრიარქის სამედიცინო მონიტორინგის ვიდეო-აუდიო ჩანაწერი და იმის გაშუქებას აპირებდა და სამ დღეში მოკლეს კაცი,- ამის შესახებ გარდაცვლილი ლაზარე ჯორბენაძის მეგობარმა, გიორგი ლილუაშვილმა ჟურნალისტებს დიღმის სამართველოში გამოკითხვის შემდეგ განუცხადა.

  • როგორც გიორგი ლილუაშვილმა განაცხადა, ლაზარე ჯორბენაძეს არ ეტყობოდა, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

"ოთხი დღით ადრე, გარდაცვალებამდე, მე ზურაბ [ლაზარე] ჯორბენაძეს შევხვდი, დავსახეთ გეგმები. აღდგომის შემგომ უნდა შევხვედროდით და გაგვეგრძელებინა ურთიერთობა. მას არანაირი ფსიქიკური ან ფსიქოლოგოური პრობლემის მსგავსი არ ეტყობოდა, შესაბამისად, ზუსტად ეს წარმოშობს ეჭვს - სასულიერი პირი ლაზარეს შაბათს იხრჩობს თავს.

[რიჟვაძის] ახლო ნათესავი არის, მე რასაც მეუბნებოდა, დეიდაშვილი არისო. აჭარაში ჩვენ ზურა არაერთხელ გვყავდა კანდიდატად დაყენებული და მის მიმართაც გარკვეული მხილებები ჰქონდა, იქ ამხელდა. თვითონ წარმოშობოთ ხულოდან არის. ხულოს რაიონშიც ბევრ დანაშაულთან დაკავშირებით საუბრობდა ზურაბ ჯორბენაძე. ვიცნობ ზურაბ ჯორბენაძეს ძალიან კარგად. მისი ფსიქიკა და ფისქოლოგია არ იყო მოწყობილი ისე, რომ მას თავი მოეკლა.

ზურაბ [ლაზარე] ჯორბენაძე სასამართლო პროცესზე ამბობს, რომ ჩამომახრჩობენოო...მისი მხილებები მოსამართლეების, პროკურორების და ა.შ. სიმართლის თქმა განაპირობებდა, რომ ის ხუმრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ სიმართლის მთქმელს ჩამოახრჩობენო. 99,9% -ით ვარ დარწმუნებილი, რომ ზურაბ (ლაზარე) ჯორბენაძეს თავი არ მოუკლავს. ის იყო სასულიერო პირი. თქვენ არ სვამთ შეკითხვებს, თუ რას ფიქრობს საპატრიარქო. როგორ არ მაქვს საპატრიარქოსთან შეკითხვა? იმიტომ, რომ ზურაბ ჯორბენაძე ბოლოს რომ შემხვდა, მას ჰქონდა საპატრიარქოდან წარმოღებული პატრიარქის სამედიცინო მონიტორინგის ვიდეო-აუდიო ჩანაწერი და იმის გაშუქებას აპირებდა და სამ დღეში მოკლეს კაცი....

ეს მასალები არსებობს და ზურაბმა განმიცხადა მე, რომ ეს მასალები თუ მოხდა და გავაშუქეთო, ვიღაც ჟურნალისტს ეძებდა, არვიცი ვისზე იყო საუბარი, მე არ დამიტოვა, იმიტომ, რომ საფრთხისშემცველი არის ეს მასალებიო და შენ პრობლემები შეგექმნებაო. ეს იყო ერთ ტერაბაიტიანი ინფორმაციის შემცველი.

ჯერ ერთი ზურა ჯორბენაძე სასულიერო პირი რომ არის, ასეთი რამე მოხდება და საპატრიარქო ამაზე განცხადებას არ გააკეთებს და რეაგირებას, მე კითვები მიჩნდება უკვე საპატრიარქოს მიმართაც, რადგან მარტო კობახიძეზე და მდინარაძეზე ვერ დავიწყებთ საუბარს, რადგან ზურა ჯორბენაძის საქმიანობა ფართო სპექტრით იყო შემოსაზღვრული. ის იძიებდა მიწების საკითხის, გამსახურდიას მკვლელობასთან დაკავშირებულ საკითხს. ექსპერტიზის დასკვნა ჩემთვის არავის უჩვენებია, მაგრამ დარწმუნებული ეს ექსპერტიზა შესაბამისად არ ყოფილა ჩატარებული და უნდა ჩაატარონ. გასვენებაში და პანაშვიდზე ვიმყოფებოდი. როდესაც ადამიანი თავს იხრჩობს, კისერზე კვალი რჩება, ახლოს ვიყავი მისული, მიზანმიმართულად დავაკვირდი და ვერ შევამჩნიე ეს კვალი" - განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.

  • ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სვამს კითხვას, "რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?" და ამბობს, რომ საზოგადოებაში "დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს".

ამის შემდეგ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაადასტურა, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი, თუმცა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბარა: ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი, გიორგი ლილუაშვილი, ზაზა დავითაია, ერმილე ნემსაძე, გიორგი გიგაური. ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.