ავტორი:

გორში ავარიას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა - “საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა, მშობლები ემიგრაციაში ჰყავს...“

გორში ავარიას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა - “საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა, მშობლები ემიგრაციაში ჰყავს...“

გორში ავტოსაგზაო შემთხვევას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი გოგა აფციაური ავრცელებს.

მისი თქმით, სავარაუდოდ საჭესთან ნასვამი მძღოლი იჯდა.

“კიდევ ერთი მსხვერპლიანი ავარია გორში.

როგორც ჩანს გორში მომხდარი ტრაგედია, როცა მთვრალმა მძღოლმა დედა-შვილი დახოცა, ბევრისთვის ჭკუის სასწავლებელი არ აღმოჩნდა. წუხელ ახალდაბის გზაზე მანქანა სკოლის მოსწავლეს დაეჯახა. მძღოლი სავარაუდოდ მთვრალი იყო. მოსწავლე საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა. შეგნებულად არ ვამბობ სკოლას და მოსწავლის ვინაობას. მშობლები ემიგრაციაში ჰყავს და შესაძლოა ჯერ არ იცოდნენ.

ნებისმიერი მთვრალი მძღოლი პოტენციური მკვლელია,“ - წერს გოგა აფციაური.