აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სკანდალებით ცნობილი 56 წლის ვაჟი, ჰანტერ ბაიდენი, შესაძლოა მამის კვალს გაჰყვეს და ოვალურ კაბინეტში შესვლა სცადოს. რადიოინტერვიუში მან განაცხადა, რომ გარკვეულ პირობებში ის “იძულებული გახდება“ 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
სრული გადაცემის ეთერში გასვლამდე, ანონსი გავრცელდა, სადაც დასმულ შეკითხვაზე: გეგმავს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას, ბაიდენმა უპასუხა: “თუ თქვენს [კაცემატიდისის] მხარდაჭერას მივიღებ, შესაძლოა მომიწიოს [პრეზიდენტობაზე კენჭისყრა]. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის 50 მილიონი ამერიკელია, რომლებიც კვლავ იტანჯებიან ნარკოდამოკიდებულებით“.
ჰანტერი წარსულში იარაღისა და გადასახადების დამალვის ფედერალურ ბრალდებებშია მსჯავრდადებული. როგორც მან განაცხადა, მისი ყველაზე დიდი კვალიფიკაცია პრეზიდენტის პოსტზე “კანონის უზენაესობის დაცვაა“.
“აი ჩემი კვალიფიკაცია პრეზიდენტობისთვის, თუ გჯერათ ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის, რომლის დაცვასა და შენარჩუნებაზეც ფიცს დებთ. მინდა, რომ მომავალმა პრეზიდენტმა ერთ რამეს მიუძღვნას თავი: კანონის უზენაესობის ერთგულებას“, - განაცხადა ბაიდენმა უმცროსმა.
მიუხედავად ხმამაღალი განცხადებებისა, მან აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და დემოკრატებს “წარმოუდგენელი რეზერვი“ ჰყავთ.
მისი წინა შეხება საპრეზიდენტო კამპანიასთან უკავშირდება გაზეთ “The New York Post“-ის მიერ გამოქვეყნებულ სკანდალს, სადაც საუბარი იყო მის კუთვნილ “ჯოჯოხეთურ ლეპტოპზე“. გავრცელებული მასალები დეტალურად აღწერდა, თუ როგორ იყენებდა ჰანტერი მამის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს საკუთარი ოჯახის გასამდიდრებლად.
ამავე ლეპტოპში აღმოჩნდა უამრავი ექსპლიციტური ფოტო, სადაც ბაიდენის ვაჟი ნახევრად შიშველ ქალებთან ერთად უხამს ქმედებებს სჩადიოდა ან ნარკოტიკებს მოიხმარდა. მოგვიანებით ეს ფოტოები მის წინააღმდეგ სასამართლოში მტკიცებულებადაც კი გამოიყენეს.
ჰანტერ ბაიდენს, რომელსაც 5 შვილი ჰყავს სამი სხვადასხვა ქალისგან.