კასპი-თბილისის რეისზე, მიკროავტობუსით მგზავრობა 1 ლარით გაძვირდა. ინფორმაციას "ქართლის ამბები" ავრცელებს.
ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, თუკი გასულ დღეებში მგზავრობაში 4 ლარს იხდიდნენ, დღეს უკვე 5 ლარი გადაიხადეს.
"სწავლა იწყება და კარგი საჩუქარია სტუდენტებისთვის. კარგ დროს გააძვირეს," - აცხადებენ ადგილობრივები.
ცნობისთვის, უფრო ადრე მიკროავტობუსით მგზავრობა გააძვირეს ხაშურში, სადაც მგზავრობის ფასმა 7 ლარიდან 10 ლარამდე მოიმატა. დღევანდელი მდგომარეობით მგზავრობის ფასები დედაქალაქამდე ასეთია: გორი - თბილისი 7 ლარი [მინივენი 10 ლარი] ხაშური - თბილისი 10 ლარი კასპი - თბილისი 5 ლარი.