თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა მზარდ დინამიკას ინარჩუნებს. „თიბისი კაპიტალის“ ბოლო კვლევის მიხედვით, 2026 წლის ივლისში დედაქალაქში ბინების გაყიდვები წლიურ ჭრილში 22%-ით გაიზარდა და სულ 4 409 ტრანზაქცია დარეგისტრირდა.
ამავე პერიოდში, უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად 3%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 1 359 აშშ დოლარი შეადგინა.
„თიბისი კაპიტალის“ მონაცემები ნათლად აჩვენებს, თუ როგორ იყოფა დედაქალაქის უბნები საფასო კატეგორიების მიხედვით.
TOP 5 უბანი, სადაც ძვირადღირებული ბინების გაყიდვების წილი ყველაზე მაღალია
უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, პრემიუმ სეგმენტის (2 500 აშშ დოლარზე მეტი კვადრატულ მეტრზე) საცხოვრებელი ბინების გაყიდვების წილი ყველაზე მაღალი ცენტრალური უბნების შემთხვევაში იყო. კერძოდ:
მთაწმინდა - გაყიდული ბინების 44% ყველაზე მაღალ საფასო კატეგორიაშია;ვაკე - გაყიდვების 38% 2 500 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ბინებზე მოდის;საბურთალო - განხორციელებული ტრანზაქციების 12% კვადრატულზე 2 500 აშშ დოლარის ღირებულებას აჭარბებს;კრწანისი და ჩუღურეთი - ორივე უბანში 2 500 აშშ დოლარზე ძვირიანი ბინების წილი გაყიდვების 7%-ს შეადგენს.TOP 5 უბანი, სადაც ყველაზე იაფი ბინები გაიყიდა
“თიბისი” კაპიტალის კვლევის მიხედვით, ბიუჯეტური საცხოვრებლების (900 აშშ დოლარამდე კვ.მ-ზე) ყველაზე მაღალი გაყიდვების წილი თბილისის გარეუბნებში ფიქსირდება. კერძოდ:
ჩუღურეთი - გაყიდული ბინების 20%-ში კვადრატული 900 აშშ დოლარზე ნაკლები ღირს.სამგორი - ტრანზაქციების 18% 900 აშშ დოლარამდე საფასო კატეგორიაშია.გლდანი და ნაძალადევი - ორივე უბანში ყველაზე იაფი ბინების წილი 16%-ს შეადგენს.დიდუბე - გაყიდვების 16% მოდის 900 აშშ დოლარამადე სეგმენტზე. განაგრძეთ კითხვა