ინდონეზიაში პარასკევს დაშაბათს ვულკანი ანაკ კრაკატაუ ამოიფრქვა, რამაც მიმდებარე რეგიონებში უწყვეტი სეისმური აქტივობა და ლავის შადრევნები გამოიწვია. ხელისუფლების ცნობით, მხოლოდ შაბათს, ორჯერ ამოიფრქვა ვულკანი და შედეგად, აეროპორტში ფრენები გადაიდო.
ინდონეზიის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, ფრენები შეჩერდა ძირითადად სინგაპურის მიმართულებით, ასევე სხვა საერთაშორისო მარშრუტებზე: დოჰას, სიდნეის და კუალა-ლუმპურის აეროპორტებშიც.

ინდონეზიის მეტეოროლოგიური სააგენტოს, BMKG-ის ცნობით, ნაცარი ჯავაზე, ვულკანის აღმოსავლეთით (6000 მეტრ სიმაღლეზე) და სუმატრას მხარეს, ვულკანის დასავლეთით (15000 მეტრ სიმაღლეზე) აღწევდა.
ვულკანური მთის მიმდებარე რეგიონებში მაცხოვრებლებს ჯანდაცვის მინისტრმა მოუწოდა, სახლში დარჩნენ და ატარონ ნიღბები, რათა სასუნთქი გზების, თვალებისა და კანის გაღიზიანების რისკებს თავი აარიდონ.
ანაკ კრაკატაუ, რაც კრაკატაუს შვილს ნიშნავს, გასული საუკუნის დასაწყისში სპორადულად გააქტიურდა მას შემდეგ, რაც კრაკატაუს მთაზე, 1883 წელს, ვულკანი ამოიფრქვა.
წყარო: bbc.com/
მოამზადა: ანა სიბოშვილმა